საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიაში განხილვა არ ყოფილა:
„საგაზაფხულო სესიაზე ზედამხედველობის რეგულარული გეგმის ფარგლებში მოვუსმენთ მინისტრებს და განვიხილავთ ყველა იმ გეგმას, რაც სამინისტროებს მიმდინარე წელს ექნებათ. არანაირ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კაბინეტი ადგილზეა და აკეთებს თავის საქმეს, ისევე როგორც პარლამენტი“
კომენტარები