გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სფაკიას ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ქალბატონი ჭიდან წყლის ამოღებას ცდილობდა და შემთხვევით, შიგნით ჩავარდა. – ინფორმაციას georgians.gr ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, ჭის სიღრმე 10 მეტრია და შიგნით წყალიც იყო. 60 წლის ქალმა 10 მეტრის სიღრმეზე რამდენიმე საათი გაატარა, რადგან ვერც ხმა მიაწვდინა ვინმეს და ცხადია, ვერც თავად შეძლო იქიდან ამოსვლა. ერთადერთი, ვინც პატრონს გვერდიდან არ მოშორებია და გამეტებით ყეფდა, მისი ძაღლი იყო.
60 წლის ქალბატონს უკვე აღარ ეგონა, რომ რაიმე გზით ჭიდან ამოსვლას შეძლებდა, თუმცა, მის სახლში მისი მეზობელი ქალი მივიდა და ძაღლის ყეფის გამო მიხვდა, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა. ძაღლი ჭას ერთი წუთითაც არ მოშორებია და ყედას არ წყვეტდა, სწორედ ამიტომ მეზობელი იმ ადგილს მიუახლოვდა და ნახა, რომ 60 წლის ქალი შიგნით იყო ჩავარდნილი.
როგორც მეზობელი ქალი ამბობს, რომ არა ძაღლი, ვერ იფიქრებდა, რომ ჭაში შეიძლებოდა ჩავარდნილიყო. საბედნიეროდ, მას მძიმე დაზიანებები არ მიუღია, თუმცა, პირველადი დახმარების აღმოჩენის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარები