გამოცემა “თაიმერი” ავრცელებს სასიამოვნო სიახლეს წალენჯიხელებისთვის – წალენჯიხის მერია სკოლებში პირველკლასელთა კვებას დააფინანსებს. საამისოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 35-ვე სკოლისთვის 200 ათასი ლარია გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
როგორც წალენჯიხის მერის მოადგილე, ივანე ბურდული ,,თაიმერთან” საუბრისას აცხადებს, შედგენილი იქნება სპეციალური მენიუ. ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება უფასო სადილით.“
აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლებში პირვეკლასელების ერთჯერად კვებას საქართველოს მასშტაბით მხოლოდ წალენჯიხის მერია აფინანსებს.
კომენტარები