ბერლინში სასტუმრო Radisson Blu-ში უზარმაზარი აკვარიუმი, სახელად AquaDom გასკდა, რამდენიმე მილიონი ლიტრა წყალი დაიქცა და სასტუმრო და მეზობელი ქუჩები დატბორა. აკვარიუმი 14 მეტრის სიმაღლის იყო და მასში 1 500 ტროპიკული თევზი ბინადრობდა. სასტუმროს სტუმრები, რომლებიც ხმაურმა და მიწისძვრის მსგავსმა რყევამ გააღვიძა, გამთენიისას შეიარაღებულმა პოლიციამ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. შუშის ნამსხვრევებმა მხოლოდ ორი ადამიანი დააზიანა. საბედნიეროდ, ინციდენტი დილით ადრე მოხდა, ვიდრე სასტუმროს მისაღები და გარეთ ქუჩები ხალხით იქნებოდა სავსე.
ბერლინის სახანძრო-სამაშველო გუნდის განცხადებით, ჯერჯერობით ვერ გაარკვიეს, რამ გამოიწვია აკვარიუმის დამსხვრევა. პოლიციის განცხადებით, იმის მტკიცებულება ვერ იპოვეს, რომ აკვარიუმი გამიზნული თავდასხმის შედეგად გასკდა, ხოლო იმის შესამოწმებლად, რომ სასტუმროში ვინმე დაზარალებული არ დარჩენილა, ძაღლებიც დაიხმარეს.
აღსანიშნავია, რომ აკვარიუმს რესტავრაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა.
AquaDom 2003 წლის დეკემბერში გაიხსნა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ცილინდრის ფორმის აკვარიუმი. იგი 100 სხვადასხვა სახეობის თევზს შეიცავდა
კომენტარები