ტვ იმედი აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ GORBI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს და მათი ცნობით, კითხვაზე. „დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“, შეწონილი მონაცემებით და ალოკაციის მეთოდით პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 52%, „ნაციონალურ მოძრაობას – 23%.
რესპონდენტთა 3-3% ამბობს, რომ ხმას მისცემდა „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, რომელსაც 1%-ით ჩამორჩება „გირჩი“. მას გამოკითხულთა 2% უჭერს მხარს, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“.
1-1%-იანი მხარდაჭერა აქვთ „ლეიბორისტულ პარტიას“ და გიორგი გახარიას პოლიტიკური მოძრაობას „საქართველოსთვის“. გამოკითხულთა 4% კი ამბობს, რომ სხვა პარტიას მისცემდა ხმას.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %
კომენტარები