პუტინმა კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
სიმონიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა და თქვა:
„ყოველთვის მინდოდა მეთქვა: გმადლობთ კაციჭამიების მკვლელობისთვის. 20 წელზე მეტი ხნის წინ დაგვპირდით, გახსოვთ ალბათ თქვენი დაუვიწყარი ფრაზა…
მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.
მადლობა ყარაბაღში ხოცვა-ჟლეტის შეწყვეტისთვისაც და დონბასში, ჩვენი ხალხის კანიბალებისთვის სისხლიანი პირიდან გამოგლეჯვისთვის”.
პუტინმა სახელმწიფო ჯილდოები გადასცა მისივე აღიარებულ ლუგანსკისა და დონეცკის, ასევე ოკუპირებული ზაპოროჟიესა და ხერსონის ნაწილის რეგიონების “ხელმძღვანელებს”.
კომენტარები