უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილი მალიუკის განცხადებით, ოკუპანტები უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ლიკვიდაციას გეგმავდნენ და ქილერი, რომელიც აგვისტოში დააკავეს, უკრაინაში, მესამე ქვეყნის გავლით შეაგზავნეს.
“შეეცადნენ დაზვერვის სამსახურის უფროსის, კირილ ბუდანოვისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვის ლიკვიდაციას. მტერმა უკრაინაში დავალების შემსრულებელიც კი გამოაგზავნა. აქტიურად იყენებდნენ თავიან აგენტურულ ქსელებს. იმიტაციაც კი გაითამაშეს. ფულიც კი გადაიხადეს. 100 ათასი დოლარი. ქილერი უკრაინაში მესამე ქვეყნიდან შემოვიდა. მსგავსი გეგმები რუსებს ერთი და ორი კი არა, ათობით აქვთ შემუშავებული.
ვიცით, რომ რუსებს ძალიან დიდი სია ჰქონდათ იმ ადამიანების რომელთა ლიკვიდაციაც სურდათ. ომის დაწყებისას ამ ადამიანების განეიტრალება და ლიკვიდაცია ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.”
კომენტარები