ჟურნალისტი, კოკი იონათამიშვილი:
“2021 წლის იანვარში ევროკავშირის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირში რუსული ბუნებრივი აირის წილი იყო 53,8%. ახლა არის 7% და კიდევ უფრო მცირდება.
გუშინ რუსეთში, ჩუვაშიაში სამუშოების დროს აფეთქდა მილსადენი, რომელიც უკრაინის გავლით ჯერ კიდევ აწვდიდა ევროკავშირის ქვეყნებს ბუნებრივ აირს. ევროკავშირს ამით არაფერი დააკლდება, აი რუსეთის ზოგიერთ რეგიონს კი აუცილებლად შეექმნება მომარაგების პრობლემა. დარჩა მხოლოდ ერთი მილსადენი, რომლითაც რუსეთი თურქეთის გავლით ბულგარეთს და ევროპის რამდენიმე ქვეყანას აწვდის ბუნებრივ აირს, მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით ნულდება. რუსეთი ვერ იპოვის სხვა ბაზრებს და არც შიდა მოხმარების ზრდა მოხდება ისე რომ ეს კოლოსალური დანაკლისი აინაზღაუროს, შესაბამისად შეუქცევად ზიანს მიიღებს მთელი რუსული ენერგეტიკული ინდუსტრია და რუსული ეკონომიკა. ევროპაში ენერგო-კრიზისი ბოლომდე დაძლეული არ არის. მაგალითად გერმანიაში ორი კვირის წინ ტემპერატურის მკვეთრი კლების გამო დაიხარჯა მეტი ენერგო-რესურსი ვიდრე კრიზისული გეგმა ითვალისწინებდა, მაგრამ ამ ფონზეც კი არავინ აღარ განიხილავს რუსულ ენერგეტიკას, როგორც შესაძლო რესურსს.
მორჩა ეს კინო”
კომენტარები