ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე, მეუღლეს, პოლიტიკოს ირაკლი ალასანიას დაბადების დღეს ულოცავს, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“კოვბოის დაბადებისდღეა. ერთერთი ჩემი საყვარელი მომენტია, ლოპოტაზე რომ კაი გოგოებს დაინახავს ბარში და კვანწვით შედის ვისკის შესაკვეთად და უცაბედად, მოწმენდილ ცაზე, მანამდე უხილავი კუნჭულიდან გამოენთება ჩემი დაქალის ბაღანა ვატო სიხარულის ყიჟინით- “ირაკლი ბაბუა!” და შეახტება კისერზე. “ბაბუკა!” ეჭვიანი თინაც არ დააყოვნებს და ჩამოეკონწიალება და ყლუპ, უცებ რომ გადაკრავს ბოვშებასხმული და ბედს დამორჩილებული ჩივას ას გრამს. სერიოზულად კი ძვირფასი კაცია, გინა ბიჭი. იყოს კიდევ ასი წელი”
კომენტარები