პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსთან” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას, განაცხადა:
„ქართულ ოცნებას“ წესით არ უნდა აწყობდეს – რისკია, რომ შეიძლება მთელი ეს ისტორია ფატალურად დასრულდეს. მეორე საკითხია ის, რომ იღებს ძალიან საზიანო რეზოლუციებსა და შეფასებებს. იმ ჭრილში, როდესაც მართლმსაჯულების ნდობა არაა, სულ რომ იდეალურად ყოფილიყო სააკაშვილის საქმე წარმართული, იმდენად მძიმე წინაპირობები აქვს პროცესს, ვერ დააჯერებ, რომ ექსპრეზიდენტს თავისუფალი სასამართლოს პირობებში ასამართლებ.
თუ რაციონალურად იფიქრებ, ხელისუფლება რომ ხარ არ უნდა გაწყობდეს და ის უნდა გაიყვანო ქვეყნიდან. მაშინ აქ ორი რამეა საფიქრალი: აქაც ვალდებულების საკითხია, ვერ გამოვრიცხავ, ვფიქრობ, ხომ არ არის აქაც რაიმე ვალდებულება და პერსონალური შურისძიების საკითხი ხომ არ დგას, ან მეორე – ვისაც ისტორიას უყვებიან, რომ საქართველოს ომში ითრევენ, მათ ეუბნებიან – ხომ გინდოდათ მისი დასჯა, ახლა არსად გავუშვებთ.“
კომენტარები