დედაქალაქის ყოფილი მერე, გიგი უგულავა:
„ამ უდღეურების ტაქტიკა გასაგებია. რაღაც ვიდეო რომ იყო, მიშას ტელეფონიდან ამოღებული, რომელშიც სააკაშვილი “უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან” მის გადაცებაზე საუბრობს – ამ ვიდეოს მთელი ქოცობა დასცინოდა – ახლა თურმე მოუტაციათ და ფიზიკური დაზიანებები იქ მიუღია.
ძვირფასო პროკურატურა და იუსტიცია ამ “გატაცების ფაქტზე” გამოძიება დაიწყეთ? აბა როგორაა საქმე? ენას ძვალი არ აქვს და რასაც გინდა როცა გინდა იტყვით!
ამერიკელი ექსპერტის ბ-ნ გოლდსმიტისგან ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კატასტროფული აღწერილობა. სახელმწიფოს მხრიდან კი ვისმენთ ჭორაობას რომ სააკაშვილი სიმულანტია და თუ გავუშვებთ ფენიქსივით აღდგება და “ქვეყანას ამოაყირავებს”
კომენტარები