სამედიცინო ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც კერძო ექსპერტად იყო მიწვეული ლექსო ლაშქარავას საქმეში და რომელზედაც, დღეს, სასამართლო პროცესზე, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ის დასკვნებს შსს–ს მითითებით წერს, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ბატონმა შალვამ დამირეკა, დასამალი რა არის, რამდენიმე დღის წინ. ღიმილიმომგვრელია ეს ტერმინი, ესეთი მარტივი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია.
როცა მოვა ამის დრო, ყველაფერს ვიტყვი. რას ნიშნავს ეს მერე გამოჩნდება.
დიდი ინფორმაცია მოგეცით „ტვ პირველს“. გარდა ამისა, კიდევ შემიძლია რაღაცებზე ვისაუბრო, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. მე ხომ არ ვარ საჯარო მოხელე, გთხოვთ ჩემი კერძო ოფისი დატოვოთ“.
კომენტარები