პარლამენტარი ხათუნა სამნიძე:
„მაინც კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ რამე მოხდა, არავის ემახსოვრება
– არც მისი უკანონოდ საზღვრის კვეთა,
– არც თავისით არ ჭამდა თუ ვეღარ ჭამდა, ისე ცუდად იყო ამბავი,
– არც სიმულაციაა თუ უკიდურესად უჭირს ადამიანს,
– არც ცუდი პრეზიდენტი იყო თუ პროგრესს აყენებდა პირველ ადგილას,
– არც შეცდომები დაუშვა თუ მიზანმიმართული ბოროტებები, – არც ის, თუ ვის უყვარდა და ვის სძულდა,
– ან რამდენი ადამიანი გამოდიოდა მის დასაცავად და რამდენი საგინებლად…
ა რ ა ფ ე რ ი არ იქნება მნიშნელოვანი!
გარდა იმისა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, “ქართული ოცნების” მმართველობის დროს, მათი შურისმაძიებლური განცხადებების ფონზე, მათი დაუფარავი ზიზღის გამოვლინებასთან ერთად, აქამდე მიიყვანეს პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი!!!!!
დ ა ფ ი ქ რ დ ი თ თითოეულ სიტყვაზე!
იქნებ ჯობდეს, იქნებ დაინახოთ, იქნებ მოძებნოთ ინსტრუმენტები და მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება!!“
კომენტარები