ეკონომისტი ირაკლი ლატარია იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს:
„ხვალ, 23 დეკემბერს 18:00 საათზე, თბილისში ჩამოდიან ”ბოლივუდი”-ს გენერალური მენეჯერი ამირ ხანი და ახალი სერიალის “უ-სამშობლო ადამიანები”-ს რეჟისორი რაშაი დესაი და პროდიუსერი თაიგერ შროფი.
ზეგ, 24 დეკემბერს მათ აქვთ ოფიციალური შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან.
მათი ამოცანაა, პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან რამდენიმე შეხვედრის ორგანიზება და შეთანხმების შემდეგ, ბატონი სააკაშვილის ინდოეთში გაშვება (უსაფრთხოებაზე პასუხს ინდოეთის მხარე აგებს) რათა გადაიღონ სერიალის ბოლო ეპიზოდებში.
მინდა ვუსურვო წარმატება ბატონ მიხეილს, თავისი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლაში.
დარწმუნებული ვარ, “ბოლივუდში” ყველაზე ნიჭიერი მსახიობი გვეყოლება.“
კომენტარები