პარლამენტარი ნატო ჩხეიძე:
„სერიიდან:
ჩემი თანამედროვენი
გიორგი ბურჯანაძეს დღეს კენჭისყრისას ყველაზე მეტი, 16 მომხრე ჰყავდა.
მეც უნდა ვუოფილიყავი მათ შორის და ენმ-ც, რომ ბოიკოტის რეჟიმი არ ყოფილიყო დღეს.
ცხადია, ჩვენი ხმები არ ეყოფოდა დასამტკიცებლად, მაგრამ მეტი მომხრე კი დაფიქსირდებოდა.
ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ორ კანდიდატს დავუჭირე მხარი – გიორგი ბურჯანაძეს და ნაზი ჯანეზაშვილს.
თავიდანვე კატეგორიული წინააღმდეგი იყო ოცნება ჯანეზაშვილის, უკრიბეს მიზეზად, პროტესტის ნიშნად რომ არ გამოცხადდა გასაუბრებაზე და…
– მეტი შეურაცხყოფაღა შეიძლება, ვეჟოო?..- გაკვირვებულ/გაოცებულები ეკითხებიდნენ ერთმანეთს.
ბურჯანაძესაც ასევე კატეგორიულად უარყოფდნენ, მასაც საქციელს უწუნებდნენ, აქ კი მოვიდა გასაუბრებაზე, მაგრამ რად გინდა, 20 ივნისის აქციაზე რატომღა მივიდაო, თანაც დაპოსტაო, თანაც ოჯახთან ერთადო…
და ვითომც კანდიდატთა შესათანხმებელ შეხვედრებზეც არ განიხილავდნენ არც ერთს და არც მეირეს, და მერე არც მესამე/ მეოთხეს…
ეგ არა და არაო, ეგ არაო, და ეგეც არაო და იგიც არაო…
მართლაც კარგი სახალხო დამცველი იქნებოდა გიორგი ბურჯანაძე.
იუსტიციის საბჭოშიც ძალიან კარგი არამოსამართლე წევრი იქნება,
ნაზი ჯანეზაშვილმა კი მაღლა ასწია თამასა, და ბურჯანაძე თუ კიდევ არ გააუჯობესებდა სიმაღლეს, თორემ არაფრისდიდებით მცირედიდაც არ დაუშვებდა ქვემოთ.
ძალიან კარგი სახალხო დამცველი იქბოდა და კი ჩააგდო ოცნებამ.
ძალიან კარგი არამოსამართლე წევრი იქნება და ეჭვი მაქვს, იქაც არ მისცემენ ხმას.
გონიერი, ნიჭიერი, გამჭრიახი,
გამბედავი,პროფესიონალი, კეთილსინდისიერი, პრინციპული…
მეტს რაღას სთხოვ?
ალბათ ქიცმაცურსაც.
ჰო, ქიცმაცურიც მოეთხოვება კანდიდატს ოცნებისგან და ეგ კი არ აქვს ამ ჩემს პირადად უცნობ და უპირობოდ ნაცნობ გიორგი ბურჯანაძეს.
უქიც/უქიცმაცურო კი არც ნინო ლომჯარია უღირთ რამედ და არც სხვა უქიცმაცურონი.“
კომენტარები