შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან მამალაძე:
„სენატორ მაკკეინის მხარდაჭერით, 2008 წელს სააკაშვილი რუსეთთან დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა! საქართველომ მძიმე მარცხი განიცადა, მაკკეინმა კი 4%-ით მოიმატა რეიტინგი აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში. მეორე ფრონტის გახსნის სცენარი გადამწყვეტ ფაზაში შედის!
ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ სააკაშვილი პრეზიდენტობისას და ახლაც უცხო ქვეყნის ინტერსებს ემსახურება. მსჯავრდებულის სანატორიუმის პირობებში ყოფნა, სიმულანტობა, დაქირავებული ექსპერტების ფეიკ-დასკვნები, საერთაშორისო ზეწოლა და პოლიტ-ისტერიული ფონი , საქართველოს საწინააღმდეგოდ შედგენილი სცენარია.
ეს მოსაზრება დღევანდელმა „მაკკეინ-ცენტრის“ , CNN-ის და სახვა მედია საშუალებების გავრცელებულმა ინფორმაციამ დაადასტურა. „ვივა-მედის“ კლინიკაში კუჭამოჭრილი და ბოტექს-მილეული, წონაში დაკლებულ სააკაშვილს, მოწამლულად და წამების მსხვერპლად აცხადებენ! ეს იმიტომ კეთდება , რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ, ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა აბუჩად აიგდონ და სააკაშვილი როგორმე საზღვარგარეთ გაიყვანონ. მიუხედავად იმისა , რომ სააკაშვილს ყველანაირი მკურნალობა ეძლევა და უცხოელ ექიმებზე წვდომა შეუზღუდავი აქვს, მისი გაყვანის მოთხოვნა უკვე მუქარის ხასიათს იღებს!
დაქირავებულმა ლობისტებმა, და საქართველოდან მოპარულმა თანხებმა თავისი გააკეთა, ევროპარლამენტარები, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტები , ევრო და აშშ-შ ჩინოვნიკები გაერთიანდნენ, დამნაშავე სააკაშვილის დახსნაში.
არსებული განცხადებების თანახმად სააკაშვილი მოწამლულია მძიმე მეტალებით, ასევე ასახელებენ რადიაციულ ნივთიერება პალადიუმს და სხვა პუტინისეულ „ნოვიჩოკს“. არავის აინტერესებს ის რეალობა რაც გერმანულმა ლაბორატორიამ დაადასტურა , რომ სააკაშვილის სისხლში მძიმე მეტალებია, დარიშხანი და სხვა ნივთიერებები დასაშვებ ნორმას არ აღემატება. პოლიტ-ტექნოლოგიებით ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია შექმნა ფონი , გააჟღერო ის რაც გჭირდება და მიზანს მიაღწიო! სააკაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო იარაღად არის ქცეული. ახლა უკვე არ არის ძნელი ჩავწვდეთ სცენარის შემდგომ განვითარებას: საქართველოს დაადანაშაულებენ სააკაშვილის წამებაში, შეეცდებიან ზეწოლა მოახდინონ პრეზიდენტ ზურაბიშვილზე შეწყალების აქტის გამოსაცემად, თუ კი სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასჯელის გადავადება; საზღვარგარეთ სააკაშვილს დაუდგენენ მოწამლვას და რადიაციის მაღალ ფონს, ხოლო „ბოსტნეულად“ ქცეულ მიშას სქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოსაწყობად გამოიყენებენ. ხელისუფლებას დაადანაშაულებენ ყველაფერში, ხოლო ხალხის აზრის ნაცვლად მათივე დაფინანსებული NGO-ებს აამოქმედებენ. არც ის არის გამორიცხული, რომ მოწამლული და დასხივებული მიშა უცბად გამოჯანმრთელდეს და ქვეყნის ასაოხრებლად უკრაინული“Перемога“-ს მებრძოლებით შევსებულ, რევანშისტულ ლაშქარს ჩაუდგეს სათავეში! ეს აქტუალური იმიტომ გახდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთისა და ნატო-ს ომი გაჭიანურდა, მხარეები წარმატებებს ვერ აღწევენ და ახალი ტალღის შესაქმნელად საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის გადაუდებელი აუცილებლობა შეიქმნა. დღეს ჩვენთან მშვიდობას ხელისუფლება იცავს, რასაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს. სწორედ ეს არის პრობლემა, და ამის მოშლას ცდილობენ ჩვენი არაკეთილმოსურნეები.
ამ ზეწოლას, ჩვენი ერთობით და სახელმწიფო ინტერესების დაცვით უნდა გავუძლოთ!
სამშობლოს ღალატი არავის არ უნდა ეპატიოს. ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა „დაიცავი მშვიდობა“ , ამიტომ გამოვიდა ინიციატივით , რომ დაიწყოს გამოძიება 2008 წლის ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების და დამნაშავეთა გამოკვეთისთვის. ამ მოთხოვნას აუცილებლად უნდა დაემატოს იმ დანაშაულებრივი გარიგების გამოიძება, რაც სააკაშვილმა რუსეთთან აწარმოა, სენატორ მაკკეინის მხარდაჭერით. ევრო კავშირს , აშშ-ს და მთალ მსოფლიოს უნდა ვუჩვენოთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ვაშენებთ და სამშობლოს გაყიდვა , ხალხზე და სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი არავის ეპატიება. კანონის უზენაესობა უნდა ვაქციოთ ჩვენის სიმტკიცის საფუძვლად, რომ დასავლელმა თუ სხვა უცხოელმა, საქართველოსთან ურთიერთობა პარტნიორულ პრინციპებზე ააგონ და არა დასამორჩილებელი პროვოკაციების მოწყობაზე!
დავიცვათ მშვიდობა და სახელმწიფოს სუვერენიტეტი!
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე
P.S. ყველა ადამიანს აქვს შეცოდების განცდა, მაგრამ სააკაშვილის სპექტაკლის მონაწილეები არ უნდა გავხდეთ. შეცოდებისთვის ის გავიხსენოთ , თუ როგორ აწამებდნენ და კლავდნენ მიშას შეკვეთით ადამიანებს, რამდენი ოჯახი და ახალგაზრდა გააუბედურა. ან ახლა რამდენი ინვალიდი, ჰეპატიტით და ონკოლოგიით დაავადებულია პენიტენციალურ სისტემაში , რომელიც შეცოდებას და მეტ ყურადღებას ელის! სააკაშვილის კაპრიზებზე სახელმწიფომ უკვე ასობით თასი ლარი დახარჯა! ხელისუფლებამ ყველა მოქალაქის მიმართ თანასწორობის პრინციპი უპირობოდ უნდა დაიცვას!“
კომენტარები