ოთარ ლაზიშვილის შვილიშვილი, თათა ხუნდაძე:
“10 წელი ეტაპებით ტარების შემდეგ, შევარდნაძემ ბაბუაჩემი, საქართველოში ფსიქიატრიულში გამოამწყვდია. გააფრინა, ანტიკომუნისტურ პროპაგანდას ეწევაო!
6 წელი ოთარი ბაბუ ასათიანზე გამოკეტეს!
ორი დღეა, დედაჩემი უყურებს მიშას კადრებს და მამამისს დასტირის! ზუსტად ასეთ მდგომარეობაში გვანახეს მამაჩემი წლების შემდეგო! ოთარი ბაბუ 48 კილოს იწონიდა და გამომძიებელმა ბებიაჩემს უთხრა “ეს სუფთა სიმულაცია” არისო!
წლები გადის, საბჭოთა ხელწერა არ იცვლება !
ოთარ ლაზიშვილმა კი ისტორია დაწერა!
ჩვენ ვიკამათოთ, ვიდაოთ, ვის როგორ მოგვწონს მიშას ქცევა !”
ოთარ ლაზიშვილი სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსჯეს, მის გარდა კიდევ ე.წ. ლაზიშვილების საქმეზე პასუხისმგებლობა 126 ადამიანს დაეკისრა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის მალევე გარდაიცვალა.
კომენტარები