ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი:
„მანქანაში ჩაჯდომამდე:
1. მოფსით;
2. წაიჭამეთ, რომ სული არ გაგძვრეთ მინიმუმ 3 საათი
3. კომფორტულად ჩაიცვით;
4. ავზში 15 ლიტრზე ნაკლები საწვავი არ გქონდეთ;
5. არასდროს არაფერი დაგეგმოთ – მით უფრო, კონკრეტულ დროზე დამოკიდებული;
6. მანქანაში იქონიეთ შოკოლადი და წყალი;
7. მანქანაში იქონიეთ ტელეფონის დამტენი;
8. ნაკლები ასიგნალეთ, რომ სულ არ დაგეწიწკნოთ ნერვები;
9. გარშემო მძღოლებს მოგუდულად აგინეთ – გახსოვდეთ, ეგენიც თქვენს დღეში არიან;
10. თუ არ გაქვთ საყვარელი რადიო, შაზამი, სპოტიფაი და სხვანი, მანქანაში გქონდეთ 2-3 დისკი (კასეტა) რომლის მოსმენაც არასდროს გბეზრდებათ;
11. მიუდექით საცობს ფილოსოფიურ-რელიგიურად – იქნებ ასე ისჯებით წარსული ცოდვებისთვის და ზეციურ საქართველოში უკვე განწმენდილი შეგრიალდებით?
12. საქარე მინის სარკეზე აუცილებლად გეკიდოთ საკუთარი კალამი, ასევე კალოშა კალაძის, ბატონი ბორინკასა და სხვათა ფოტოები (პირველი ორის გარდა, დანარჩენი ამორჩევითაა), რათა არ დაგავიწყდეთ, ვინ მოიყვანეთ ხელისუფლებაში და ვის უნდა უმადლოდეთ ამ საცობსაცა და ყველა სხვა სიამესაც.
…
ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!“
კომენტარები