დეკანოზი, თამაზ ლომიძე:
“რა მოხდა 3 დღის წინ ანუ 21 დეკემბერს, ყველაზე ბნელ ღამეს?
21 დეკემბერს იყო 2022 წლის ყველაზე მოკლე დღე. 21 დეკემბრამდე ღამე და სიბნელე მატულობდა და მატულობდა, იმარჯვებდა დღეზე და ნათელზე, მაგრამ 21-მა დეკემბერმა დაასრულა ღამის მატება, ბოლო მოეღო სიბნელის გაგრძელებას და 22 დეკემბრიდან უკვე დღემ იწყო მატება, სინათლემ დაიწყო სიბნელეზე გამარჯვება.
ასტრონომიულად ყოველ წელს ყველაზე მოკლე დღე არის 21 ან 22 დეკემბერს, ხოლო დღის და სინათლის მატება იწყება 22 ან 23 დეკემბერიდან.
25 დეკემბერს კი უკვე აშკარაა, რომ დღემ გაიმარჯვა, ვეღარ იმატებს სიბნელე, დღემ დაამარცხა ღამე, ნათელმა გაიმარჯვა ბნელზე და მალე გვექნება ადამიანებს გრძელი და ნათელი დღეები. 25 დეკემბერს ეს დანამდვილებით ვიცით.
ახლა თქვენ დაფიქრდით და მიხვდით, რატომაა ქრისტიანებისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის დღე 25 დეკემბერი.”
კომენტარები