დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველთან, ამბობს:
უვიზო რეჟიმს რომ გააუქმებენ… ჩვენ თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვეცემენ, მერე უკუპროცესი დაიწყება, ახალ უნგრეთს იქ არავინ არ გაიჩენს რა, გუდავენ უნგრეთს უკვე, მარტო ორბანს კი არა, ხალხს და ხელისუფლებას აღარ გაარჩევენ. უვიზო რეჟიმს რომ გააუქმებენ, ჩვენ ძვირფასს ემიგრაციას მოგიწევთ უკან დაბრუნება, ასე იქნება და მერე იკითხავთ რატომ დაგვემართა ესო და ის გემართება, როგორც იქცევი. უფალი მოწყალეა, მაგრამ უღმერთოების დასჯა იცის, კოლექტიური დასჯები მომხდარა, ერები განადგურებულა, ძველ დროშიც, შუა საუკუნეებშიც, ისჯებიან ერები, უკეთურობა ისჯება, ისტორიკოსები ამას ისტორიის ლოგიკას ვეძახით, მორწმუნე ხალხის – უფრის რისხვას. ცოდვა-მადლი არ იკარგება. ასე მიჩერებული ქვეყანა, პრეზიდენტს კლავენ, სერიალს უყურებენ…
ხალხო, არაფერი გადაუწყვეტელი, მოურჩენელი არ გვჭირს, ჩვენი თავის შეწირვა ახლა ამ ქვეყანას არ სჭირდება, მაგრამ ჩვენი ხელის განძრევა სჭირდება უკვე. მიხეილ სააკაშვილი პროდასავლურობის სიმბოლოდ იქცა უკვე, დასავლეთმა ფურცელზე დაგვიწერა, არ გამოუშვებთ მიშას, დარჩებით მანდ, ბოსელში, სადაცა ვართ… ყველას გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს, ბედნიერ შობას, გამძლეობას, სული, გულის, გონების სიფხიზლეს და გისურვებთ გამარჯვებას.
კომენტარები