„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ოთახში ჩხრეკა ჩატარდა.
მისი თქმით, ამოღებულია, ნივთები, რომლებიც პენიტენციურმა სამსახურმა დალუქა.
„გუშინ, მიხეილ სააკაშვილის ოთახში ჩატარებულა ჩხრეკა. შედგა ოქმი. სააკაშვილმა მთხოვა, მედიისთვის მეცნობებინა, რომ მოხდა აღწერა ოთახის. არ ვიცი კონკრეტულად რა არის ამოღებული. უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არავის პრეტენზია ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. მაგრამ, რას ემსახურება პერიოდის ამ მონაკვეთში ასეთი გამკაცრებული ზომები, რა თქმა უნდა, არ ვიცი“, – აცხადებს ეკა ხერხეულიძე.
კომენტარები