წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ხატვის წრის ხელმძღვანელმა, მხატვარმა მარინა კვარაცხელიამ მოაწყო გამოფენა-კონკურსი ‘’ზამთრის პეიზაჟი’’, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ამავე წრის მოსწავლეები.
სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები.
დიპლომი დაიმსახურა წალენჯიხის მესამე საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ საბა კალანდიამ, ხოლო ათმა მოსწავლემ მოიპოვა სიგელი აქტიური მონაწილეობისთვის, გამარჯვებულებს დიპლომი და სიგელები გადასცა მარინე კვარაცხელიამ.
მშობლებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს პედაგოგის მიმართ და მადლობა გადაუხადეს მას გაწეული შრომისთვის.
კომენტარები