საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს ეხმაურება:
„ბოდიშით მაგრამ გაუნათლებელი, არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი, არა ანგარიშვალდებული, და კორუმპირებული ქვეყანაში ცხოვრებას რას უძახით?! საქართველო არის წამების და ტანჯვის ქვეყანა და თავს ნუ ვიტყუილებთ… გავიგეთ რომ სირაქლემა არის თქვენი იდეალი ცხოველი უბრალოდ ის ავსტრალიულია წარმოშობით და საქართველოს პირობებისთვის/მიზნებისთვის არ არის გათვალისწინებული….“
ირაკლი ღარიბაშვილი: „მაქსიმალურად ზრუნავს ჩვენი სახელმწიფო პატიმრებზე. ეს ჩვენი ჰუმანური პოლიტიკის ხელწერაა. თუ წინა მთავრობის დროს ევროპული სასამართლო საქართველოს წინააღმდეგ განიხილავდა ათასობით განაცხადს, ეს იყო 3 400 განაცხადი, 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ განიხილება 138 საჩივარი. ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოახდინა 10 წელიწადში. ამიტომ ეს წამება და ტანჯვა ქვეყანაში აღარასოდეს დაბრუნდება“
კომენტარები