მსახიობი თამარ ცოფურაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მეგობრებო, გთხოვთ მიპასუხოთ:
რატიანმა გვითხრა, რომ კორონათი დაავადდება მოსახლეობის 100%. 80% მოიხდის უსიმპტომოდ, დანარჩენი სხვადასხვა სიმძიმით.
ისმება კითხვა: რატომ ვსხედვართ მაშინ სახლებში?
გვპასუხობენ, იმიტომ რომ ყველა ერთად არ დაავადდეთ.
ახლა მივმართოთ უბრალო არითმეტიკას.
სამმილიონნახევრის 20% არის 700 000 ადამიანი. აქედან ნახევარიც რომ მოხვდეს საავადმყოფოში, გამოდის 350 000. ანუ ამ ეპიდემიის დამთავრებამდე საავადმყოფოში მოხვდება 350 000?
კარგი, ახლა ლეტალობა. იმ 20 %-დან 2, 5 %რომ მოკვდეს, ეს არის 75 000 ადამიანი, კარგი, დავწიოთ უფრო დაბლა, დავუშვათ 60 000, ან კიდევ უფრო მცირე, 40 000, ამდენი ხომ არის ასაკოვანი და ქრონიკული ქვეყანაში, ანუ ამ ეპიდემიის ბოლოს გვეყოლება კორონათი გარდაცვლილი 40 000 ადამიანი?
ეს ციფრები ჰოლივუდის ტრილერიდანაა, თუ რეალობა, მითხარით ვინმემ?
თუ რამეს არასწორად ვამბობ, ამიხსენით, გინდა ექიმმა და გინდა არა ექიმმა.”
კომენტარები