იმერეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. ქუთაისის ცხელების ცენტრიდან ლაბორატორიაში 9 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში იყო გადაგზავნილი და ერთი დადებითი პასუხი მიიღეს.
კლინიკის ხელმძღვანელის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, COVID 19 ახალგაზრდა კაცს დაუდასტურდა, რომელიც კლინიკაში თვითდინებით მივიდა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები