საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებული დაბრუნების ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების და სახმელეთო გზით ამ დროისთვის საქართველოში 5319 ადამიანი დაბრუნდა. შესაბამის სტატისტიკას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
სამინისტროს ცნობით, უწყების ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები „კოვიდ 19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.
აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.
2020 წლის 11 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3571 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 5319 მოქალაქე.
კომენტარები