დიდ ბრიტანეთში გიგანტური აზიური კრაზანების შემოსევისთვის ემზადებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კრაზანას ერთი კბენა ალერგიის მქონე ადამიანს კლავს. The Mirror-ის ინფორმაციით, მწერებთან საბრძოლველად ქვეყნის ხელისუფლებამ 7,6 მილიონი გირვანქა გამოყო.
გიგანტური აზიური კრაზანა სიგრძეში 6 სანტიმეტრს აღწევს. გამოცემის მტკიცებით, მწერები ჩინეთიდან საფრანგეთში 2004 წელს ჩაიტანეს, საიდანაც ისინი ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდნენ.
კომენტარები