საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:
“კატეგორიულად არ ვეთანხმები ,, ხალხის ძალის” მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს ,,უცხოეთის აგენტების ” შესახებ!
მიმაჩნია, რომ ის დაუხვეწავია და ტერმინები საჭიროებს დაზუსტებას!
როგორ შეიძლება ყველა ერთ ქვაბში მოვხარშოთ?
გამოდის, რომ რუსეთის და ამერიკის აგენტებს ერთი სახელი უნდა ერქვათ?
ეს დაუშვებელია.
უნდა გავმიდჟნოთ, ქადჟები ხომ არ ვართ, როგორც პრეზიდენტი ამბობს ხოლმე.
წინადადება მაქვს რუსეთის აგენტებს დავარქვათ ,,აგენტი იგი ბოროტი”, ხოლო ამერიკის და ზოგადად დასავლეთის აგენტის თიკუნად გამოვიყენოთ ტერმინი ..აგენტი იგი კეთილი”.
გარდა ამისა, უნდა გავთვალოთ ეფექტი ეკონომიკაზე.
ეს კეთილი აგენტები ფულს რომ იღებენ თავისი კეთილი საქმიანობისთვის, სად ხარჯავენ ამ ფულს?
ცხადია საქართველოში, ვინაიდან მიუხედავად მათი უანგარო, ანგელოზური ბუნებისა, ესაჭიროებათ კვება, ჩაცმა, დასვენება, რათა ახალი ძალებით გააგრძელონ ქართველი ხალხის გათავისუფლება რწმენის, ტრადიციის, ოჯახის და გენდერული ცრურწმენებისგან, რომლებიც, როგორც ცნობილია, რუსული ნარატივია.
ამათ რომ გრანტები არ მისცენ, ხომ დაიმშა საქართველო? ხომ ჩავრჩით ამ ჩამორჩენილ ცრურწმენებში?
თუმცა ჩემი შეთავაზების გაზიარების შემთხვევაში ამას თავიდან ავიცილებთ.
მშვენიერი იქნება, მაგალითად ასეთი წარდგენა- სულხან სალაძე -აგენტი იგი კეთილი.
დებატებიც ახალ სტადიაში გადავა.
შე ბოროტო აგენტო-დაამუნათებს სავარაუდო რუსეთის აგენტს აგენტი იგი კეთილი.
ძალიან ნაყოფიერი იდეაა, აუცილებლად გასათვალისწინებელია, ჩემი მოკრძალებული აზრით.”
კომენტარები