უკრაინაში კორონავირუსით დაინფიცირებულებს შორის 334 ექიმია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა.
„2203 ინფიცირებულიდან 334 ექიმია. ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რათა ისინი ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით მაქსიმალურად უზრუნველვყოთ“, – განაცხადა სტეპანოვმა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი უკრაინაში 2 203 ადამიანს დაუფიქსირდა, მათგან 61 გამოჯანმრთელდა, 69 კი გარდაიცვალა.
კომენტარები