მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი:
ჩემს ძვირფას ნიკო ქაჯაიასთან, გორის გოგონების გუნდთან და ეროვნულ ორკესტრთან ერთად შესრულებული საშობაო სიმღერით მინდა მოგილოცოთ ახალი 2023 წელი. უპირველესი სურვილი ომის გამარჯვებით დასრულებაა, მშვიდობა იყოს ჩვენს ოჯახებში, ქვეყანაში, სამყაროში, ჯანმრთელობა და ულევი წარმატებები, ბედნიერება და მხოლოდ სიყვარული, თანაგრძნობა, გულშემატკივრობა და სოლიდარობის განცდა დომინირებდეს ჩვენს საზოგადოებაში. საქართველოს გამთლიანებაა ჩემი და ჩვენი დიდი სურვილი, როგორც ტერიტორიულად ისე ადამიანთა გულების შეერთება… დაე ისეთი გზით ევლოს ჩვენს ქვეყანას, რომ არც ერთ ბავშვსა და მოხუცს არ უჭირდეს, არ სციოდეს და არ ენატრებოდეს გემრიელი სადილი… და კიდევ ერთმანეთის აზრის პატივისცემა მინდა შეგვეძლოს და ასევე მინდა, რომ ყველას, სულ ყველას, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებისა და გადაწყვეტილებათა მიმღები ადამიანების საქმიანობის უმთავრესი მამოძრავებელი ძალა იყოს პასუხისმგებლობის გრძნობა იმ თაობის მიმართ, რომლის წარმომადგენლები ჩემს მიერ გაზიარებულ ვიდეოში დგანან სცენაზე!
კომენტარები