გამოცემა “თაიმერის” ინფორმაციით, ჭოყონდიდის ეპარქიაში, მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ახალი წლის ღამეს გაქურდეს. მძარცველებმა ტაძარში ფანჯრიდან შეაღწიეს.
მედიის ცნობით, ტაძრიდან წაღებულია ღვთისმშობლის ხატში მოთავსებული ძვირფასეულობა. წლების მანძილზე გროვდებოდა და ინახებოდა ხატში არაერთი ძვირფასი ნივთი. ასევე, გატეხილია შესაწირი ყუთები და მესანთლის მაგიდა, საიდანაც წაღებულია თანხა.
“თაიმერი” აქვეყნებს ღვთისმშობლის ხატის ფოტომასალა გაქურდვამდე და გაქურდვის შემდეგ.
კომენტარები