გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ექსპერტი, ნინო ჩხობაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მას შემდეგ რაც კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასრულდება, შესაძლოა გარემოს დაბინძურება გაორმაგდეს.
მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით დასახლებულ ადგილებში გარემოს დაბინძურებამ იკლო და ამასთან 17%-ით არის შემცირებული ელექტროენერგიის ხარჯვა.
„წინასწარი მონაცემებით ვიცით, რომ ელექტროენერგიის ხარჯვა შემრიცებულია, იმასთან შედარებით ვიდრე იყო, დაახლოებით 17%-ით. ასევე ტრანსპორტის მოძრაობა არის შემცირებული და შესაბამისად, გარემოს დაბიძნურებამ იკლო, მაგრამ ეს დასახლებულ ადგილებში.
ყველა ის მოსაზრება, რომ რა „კარგია ჰაერი გასუფთავდა“ ეს არის მხოლოდ ის ზედაპირული აღქმა, რასაც ჩვენ ვუყურებთ, სინამდვილეში იმდენად სერიოზული პრობლემები ჰქონდა დედამიწას, რომ რეალურად ეს პროცესები გაგრძელდება, როგორც კი დასრულდება ერთი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ისევ ამუშავდება ყველაფერი და ისევ იქნება იგივე ტიპის დაბინძურება, თუ არ გაორმაგდა, არის ამაზე საუბარი, რომ შესაძლოა გარემოს დაბინძურება გაორმაგდეს.
ჯერჯერობით რაიმე სტატისტიკა არ არსებობს, ერთადერთი რაც არსებობს არის და რაც გამოქვეყნებულია ჩინეთის სატელიტური გადაღებებით, ჩინეთის მხარეს სადაც იყო დაბინძურების კერები, აღარ ჩანს სატელიტზე. მაგრამ ეს არის ისევ და ისევ რაღაც დროებითი მოვლენა ამ შემთხვევაში. ჩვენ ვთვლით, რომ უფრო სხვა მიდგომები არის საჭირო, რომ სხვა დედამიწა მივიღოთ“, – ამბობს ნინო ჩხობაძე.
კომენტარები