საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, დიღმის მასივში, ცხრასართულიანი კორპუსის მე-9 სართულზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ოთახი და აივანი იწვოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, მისამართზესახანძრო-სამაშველო ჯგუფები გავიდნენ. მაშველებმა მისვლისთანავე, დაუყონებლივ განახორციელეს ამავე სადარბაზოში, ხანძრის კერის სიახლოვეს მდებარე ბინებიდან მოსახლეობის ევაკუაცია და ხანძრის ქრობის სამუშაოები დაიწყეს.
მუშაობას ძლიერი ქარი ართულებდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის შეკავება და ხანძრის სრული ლიკვიდირება შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
კომენტარები