ეკონომისტი ირაკლი ლატარია:
„ქართველი, რომელიც დღეს მიშას გამო სადმე დგას’ არის ჩვეულებრივი მონა, მონა იმ არამზადისა, რომელიც თავს 100 % ით უკრაინელ პოლიტიკოსად თვლის. მონა იმ ლაჩრისა, რომელიც 1 წელია ტირის რამე მიშველეთ და ბადრაგები ნუ მიყურებენ თვალებშიო..მონა იმ მანიაკისა, რომელსაც შეუძლია უღალატოს მეგობარს, ოჯახს, ნათესავს, სამშობლოსა და ენას. სააკაშვილს სულ რომ არასოდეს ჩაედინა დანაშაული, მარტო ამ ბოლო ერთ წელში როგორც იქცევა, მაგის შემყურეს როგორ არ გერევათ გული მასზე? კაცი ფურთხის ღირსადაც კი არ გთვლით, ქართულადაც კი არ გელაპარაკებათ და თქვენ მას ემონებით? მართალია სააკაშვილის მხარდასაჭერად მთელ დედამიწაზე 100 კაცზე მეტი არ გამოსულა, მაგრამ ეგ ასი ადამიანიც როგორი დასანანია ნუთუ თავმოყვარეობის რაიმე მისხალიც არ გაქვთ? ნუთუ ოჯახის წევრი, ახლობელი არ გყავთ ვისაც თქვენზე გული შესტკივა? დღეს უკვე დავრწმუნდი, რომ სააკაშვილი წამსვლელია კამოს მეთოდებით შეეცადოს გარეთ გამოვიდეს, მაგრამ ეს ხომ ყველამ ვიცით, რომ ყველაზე მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულ/მსჯავრდებული მიშა – ბევრი, ბევრი წელი იქნება ციხეში და აუცილებლად აგებს პასუხს ყველაფერზე, რაც კი ოდესმე დაუშავებია საქართველოსა და მასში მცხოვრები ადამიანების წინაშე.“
კომენტარები