თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბარი შედგა ერდოღანსა და პუტინს, საუბარი შეეხებო რუსეთ–უკრაინის ომს, ენერგეტიკას და სირიას.
მედია, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ერდოღანმა, პუტინს უთხრა: “სამშვიდობო მოწოდებები გამყარებული უნდა იყოს ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტით და სამართლიანი დარეგულირების ხედვით”.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ენერგეტიკულ საკითხებზე საუბრისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გაზის ცენტრალურ ქსელად გარდაქმნისთვის, თურქეთი აძლიერებს ინფრასტრუქტურას და სწრაფად გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს.
რაც შეეხება სირიას, მედიის ცნობით, ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში ტალ-რიფაატის და მანბიჯის ქურთული სამხედრო ჯგუფებისგან გასაწმენდად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
კომენტარები