ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ვერ ხედავს სალომე ზურაბიშვილისთვის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართვის აზრს და მთავარ არხთან აღნიშნავს:
“მე მაგალითად არ მივმართავ, თუ ვერ მივმართავ პრეზიდენტს. იმიტომ, რომ აზრი უნდა ჰქონდეს ამას. ჩვენ მივმართეთ ერთხელ პრეზიდენტს სინოდმა მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით და უარი მივიღეთ.
ჩემი აზრია, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში სამკურნალოდ. ყველა თანახმაა, არც ერთი სასულიერო პირი, ეპისკოპოსი, მღვდელმთავარი არ ვიცი, წინააღმდეგი იყოს ამისი, [გადაყვანის] ვერ წარმომიდგენია.”
მისივე თქმით, სასულიერო პირებს ამ თემაზე პატრიარქთანაც ჰქონიათ საუბარი:
“უწმინდესმა ახალი წელი მიულოცა და იმანაც სამადლობელი წერილი გამოუგზავნა და პატრიარქი რომ მისთვის ლოცულობს არავის ეჭვი არ ეპარება თუ დიდი წინააღმდეგობა აღარ ექნება მთავრობას, აუცილებლად გაუშვებენ სამკურნალოდ”.
კითხვაზე, რატომ დუმს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და რატომ არ აკეთებს რაიმე სახის განცხადებას, მეუფე ნიკოლოზის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია რა ფორმა უნდა ჰქონდეს ამ განცხადებას.
კომენტარები