„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ანზორ მელიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გუშინ გამართულ აქციებთან დაკავშირებით და თქვა:
„ვაი, მაგ პოლიტიკოსებს, ვინც ამ აქციას ატარებს. კახეთში ხომ გააუქმეს, გორში გაუუქმეს, რუსთავში გაუუქმეს, რატომ გაუუქმეს? რატომ? იქიდან უნდა მოიყვანონ ხალხი ალბათ და უნდა აჩვენონ. მე არ ვარ „ნაციონალი“. კი, შვილი მყავს „ნაციონალი“, მაგრამ მე მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გადარჩეს. ღამეები არ მძინავს“
კომენტარები