დღეს საღამოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიაში მცხოვრები ტრანსგენდერი, ლიზი ქისტაური სასტიკად მოკლეს, და რომ მისი დააახიჩრებული სხეულის ფოტოები დედას გამოუგზავნეს ამოსაცნობად. თუმცა, ამ ამბავს არც ოჯახი ადასტურებს ამ დრომდე და არც საელჩო.
„ოფიციალური შეტყობინება არ შემოსულა, საელჩო კონტაქტზეა სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ნანა ბიწაძე კი წერს, რომ ლიზი ცოცხალია:
,,ცოცხალია ლიზი ქისტაური გაიგეეთ? ❤️
დაქალთან იყო ბინაში როცა თავს დაესხნენ, დაქალი დაიღუპა, ლიზიმ გაქცევა მოახერხა და ამ დრომდე იმალება უსაფრთხო ადგილას, სანამ თავდამსხმელს არ დააკავებენ.
გვამის ამოცნობაზე მიიყვანეს დედა და მეგობრები, დაადასტურეს რომ გვამი ლიზის არ ეკუთვნოდა.
სამწუხაროა რომ ის ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მიხარია რომ ლიზი არ აღმოჩნდა
ნუ ავრცელებთ ფეიკ ინფორმაციას და ნუ სტრესავთ ოჯახს დამატებით ოკ???? ❤️ მადლობა”
კომენტარები