ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“როდესაც ჩინოვკი წყვეტს, თუ რომელი საწარმო ( მაღაზია, ოფისი) გაიხსნას და რომელი არა, ეს ნიშნავს კორუფციას, ლობირებას და არაეფექტიანობას. უკვე აშკარაა ამ ძალაუფლების სუბიექტურად გამოყენების ნიშნები.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში, გახსნის ნებართვის უფლება კი არ უნდა ჰქონდეს ვინმეს, არამედ დახურვის. არღვევს სანიტარულ ნორმებს და არ იცავს ფიზიკური დისტანცირების ზომებს?-დახურე. აქაც იქნება დარღვევები, მაგრამ იმის დროც დადგება, როცა შეცდომის ან შეგნებული უსამართლო ქმედების გამო, დადგება კონკრეტული პირის თუ უწყების პასუხისმგებლობის საკითხი.”
კომენტარები