ეკინომისტი ირაკლი ლატარია ზაზა შათირიშვილის პოსტს ეხმაურება:
,,სულ რაღაც 30 წელია გასული მის შემდეგ, რაც საქართველოდან თურქეთში ქართველებს გადაქონდათ ყველაფერი მეორადი და იქ, საკმაოდ დახამებულები ყველფერს ყიდულობდნენ. თითქოს საქართველოდან შედიოდა ცივილიზაცია თურქეთში და თურქებიც საკმაოდ დიდი სიხარულით ყიდულობდნენ ყველაფერს, რაც კი გადიოდა აქიდან. არ ქონდა მნიშვნელობა რას გაიტანდა ქართველი, მთავარია ხომ აქიდან შედიოდა?
ხოდა რა მინდოდა ახლა მეთქვა? გადის 30 წელი და კი ვხედავთ სად არის თურქეთი და სად ვართ ჩვენ. ეს ყველაფერი ხომ ჩვენი, ქართველების ბრალია? თურქმა გვაჯობა საკუთარი დოვლათის შექმნაში, მის პატრონობაში და შემდეგ ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი ფასის დადებაში. ჩვენთან თუ რაიმეს ვერ კურნავ, მიგყავს თურქეთში და იქიდან ჩამოგყავს ჯანმრთელი ქართველი, ე.ი ჯანდაცვაშიც როგორ ჩვენზე წინ არიან. არადა ხომ ყველამ ვიცით, რომ ქართველებზე ჭკვიანები თურქები ნამდვილად ვერ არიან? ესეიგი რა გამოდის? სად არის პრობლემა? ალბათ, საკუთარის პატივისცემაში, საკუთარის ბევრად დაფასებაში და შემდეგ ამ ყველაფრის ძალიან, ძალიან მოვლაში. როდესაც თურქეთში პირველი ევროკომისრები ჩავიდნენ და გეგმის წერა დაიწყეს, თურქებმა უთხრეს, ყველაფერში წამოგყვებით, ოღონდ არ უნდა შეეხოთ ჩვენს ტრადიციებსა და ადათ – წესებსო, მართლაც ყველაფერში გაყვნენ და ზუსტად 10 წელიწადში, თურქეთი იყო მსოფლიოს ხუთეულში, რომელიც მართავდა დედამიწის ეკონომიკას. არ დათმეს თურქებმა ის, რითაც ამაყობდნენ მთელი ცხოვრება (კარგი აქვთ თუ ცუდი, ეს მათია და ყველა ვალდებულია პატივი სცეს). ზუსტად ეს უნდა იყოს ჩვენი, ქართველებისაც ყველაზე მყარი მოთხოვნა მსოფლიო ეკონომიკაში თუ გვინდა ჩვენი როლი გვქონდეს, ჩვენი იდენტობა, ჩვენი წესები და ჩვენი რელიგია. როდესაც დავაფასებთ, შევაფასებთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ყველაფერი ჩვენის დაცვას, აი მაშინ შეგვეძლება სხვას მოვთხოვოთ გაგვითვალისწინონ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ჩვენ გვაქვს სასწავლი, მაგრამ არც სხვა ქვეყნებს ჩამოვტოვებთ იმაში, თუ რა აქვთ ჩვენსგან სასწავლი.
ლიბერალიზმი რომ საუკეთესოა , რაც კი ოდესმე შექმნილა ამაზე არავინ დაობს, მაგრამ როდესაც შენ სხვა – გითითებს იმას, თუ რა უნდა ქნა, რატომ უნდა ქნა და რამდენიხანი გიწევს ამის კეთება, ეგ აღარ არის ლიბერალიზმი 🙂 ეგ არის დიქტატურა, რომელიც შეფუთულია გამოგონილი ლიბერალიზმით.
კი ბატონო, ვეთანხმები ზაზას ყველაფერში და ამავე დროს დავამატებ ერთსაც… ის რაც შენია და ვერავისას ჰგავს, ის თუ არ დაიცავი გინდა თუ არა ხდები მსხვერპლი, მონობისა, რომელსაც ვერასოდეს და ვერავინ გიხსნის, რადგან უკვე ეგ იქცევა შენს წესად და არა ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა 🙂
იმდენი რამ გვაქვს სასწავლი, მაგრამ სანამ ახლის სწავლაზე გადავიდოდეთ, რაც ვიცით ის მაინც რომ შევინახოთ, მოვუფრთხილდეთ და სწორად შევაფასოთ, ამას მაინც რა უდგას წინ? :)”
კომენტარები