ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ერთხელ ვალერი ლობანოვსკიმ პრესკონფერენციაზე თქვა: “გუნდში ორი კატეგორიის ფეხბურთელებს არ ვაჩერებ, რომლებიც ყველაფერს მიჯერებენ და რომლებიც არაფერს არ მიჯერებენო”. რამდენიმე წლის წინ თიაქარზე ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, თარიღიც ჩანიშნული იყო. ახლობელმა მირჩია იოსებიძეზე ჰომეოპატთან (სლავა გოგობერიშვილი) მივსულიყავი… დავუჯერე და მივედი, ზუსტად 3 კვირაში მალამოს და შაქრის ფხვნილში გარეული ბალახეული წამლებით მოვრჩი, ოპერაციას გადავრჩი! როდესაც ქირურგთან მივედი, ფრიად გაოცებული დარჩა! ზუსტად ერთ წელიწადში მკერდის არეში ტრავმა მივიღე, აქაც ზუსტად იგივე განმეორდა და ჩანიშნულ ოპერაციას კვლავ ჰომეოპატიის მეშვეობით გადავრჩი! ახლა რატომ მოვყევი ეს, ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ როგორც მედიცინას, ასევე ექიმებს, მაგრამ ხშირად მათი ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებაც შეუძლებელია და ზოგჯერ თანამედროვე მედიცინის მიღმაც არსებობს გამოსავალი!”
კომენტარები