ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა სწრაფ ტესტებზე ისაუბრა და თქვა რომ თავადაც სურდა ჩატარება, მაგრამ ვერ მოახერხა:
„ჩვენ ქვეყანაში რამდენადაც ვიცი, დაახლოებით სამმილიონ ნახევარია მოსახლეობა. ნეტავ იგი ყველას ჩაუტარდეს სათითაოდ. ციფრი გაიზრდება უცებ, მაგრამ გვეცოდინება მაინც ვინ ვართ საფრთხის მატარებელი. ეს ინფექცია არა იმდენად მაწუხებს, რომ მე არ შემეყაროს, არამედ მე არ შევყარო სხვას, ამაშია მთელი მზაკვრობა ამ ვირუსისა და მე ამაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ.
ისე, როგორც ბევრს, რომლებიც საჯარო სამსახურებში არიან, ბევრ ხალხთან უწევთ ურთიერთობა, იგივე მაღაზიები, სხვადასხვა სფეროები არის, ალბათ ყველას უნდა მიეცეს. მქონდა მცდელობა, ეს ტესტირება ჩამეტარებინა დაახლოებით სამი-ოთხი კვირის წინ, თუმცა მაშინ ვერ მოვახერხე, მაგრამ ისეთი ანალიზები მაინც გავიკეთე, რომელიც მიმანიშნებდა მაინც აუცილებელია თუ არა კორონავირუსზე ტესტის ჩატარება“
თაიმერი
კომენტარები