ყოფილი პარლამენტარი ირაკლი მელაშვილი:
„ახალ აღმოჩენებს ვაკეთებთ ქართველები. აშშ-ს პტეზიდენტები და პარტიები (ანუ პოლიტიკოსები) არ მართავენ! (თურმე!) აშშ-ს მართავს რამდენიმე ოჯახი. ბისსს! ბრავოო!
სსრკ-ში ანტიამერიკული პროპაგანდა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იყო. აი იქაც კი, უკვე 80-იანი წლებში მეტნაკლებად ავტორიტეტული საბჭოთა პროპაგანდისტული საშუალებები ასეთი მდარე ხარისხის პროპაგანდისტულ კლიშეების გამოყენებას ძალიან ერიდებოდნენ. საბჭოთა პროპაგანდის მამონტებიც კი ხვდებოდნენ, თუ რამდენად სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი.
90-ან წლებში მსგავსი შინაარსის ანტიამერიკული “აგიტკებს” შეიძლება წავწყდომოდით მხოლო აბსოლუტურად მარგინალურ, შავრაზმულ ან ულტრაკომუნისტურ ავტორებთან ან გამოცემებში: პროხანოვი, ლიმონოვი, გაზეთები “ზავტრა”, “სოვეტსკაია როსია” და ა. შ. გასაოცარია, რომ რუსეთისგან განსხვავებით მსგავსი უაზრო შეთქმულებების თეორიების ტირაჟირებით საქართველოში დაკავდნენ საკმაოდ განათლებული, რესპექტაბელური სახელის მქონე ადამიანები, რომელთაც ვერც ფანატიკოს ნაციონალისტობას და ვერც უტოპისტ მემარცხენე- ანტიკაპიტალისტობას ნაღდად ვერ დააბრალებ.
გულწრფელად არ მესმის რა ემართება ამ ხალხს? რა მიზანი აქვთ და რა შედეგს უნდა მიაღწიონ? ბიძინას უგორებენ კოჭს? ნუ, ამაზე დიდი სისულელე ძნელი წარმოსადგენია, რადგანაც ამ ტიპის აზღვირახსნილი ანტიამერიკული კამპანიით მას და მთავრობასაც სწორედ რომ დიდი პრობლემები შეიძლება შეუქმნან.
პუტინს აამებენ? ძალიან არააადექვატურია, თუ ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ან პუტინის ადმინისტრაციაში, ან ფსბში, ახლა იმის დრო აქვთ, გაფაციცებით ეძებონ, აანალიზონ და შესწავლონ ქართულ მედიაში ამა თუ იმ ქართველი ექსპერტის გამონათქვამები.
ნაცებს ურტყამენ? ძალიან კონტრპროდუქტიული კომბინაცია, “ცუდი დასავლეთის” იმიჯის შექმნაზე იმუშაო, იმისთვის რომ ოპოზიცია გააშაო მაგარი დებილობაა, რადგანაც ამით თავად მმართველი პარტია ბევრად მეტს კარგავს.
სხვა რამე, რაც მაფიქრდება, კიდევ უფრო უაზროა. მოკლედ, თუ ვინმეს რამე ჭკვიანური ვერსია გაქვთ იქნებ დაწეროთ. მე ვეღარაფერს ვერ ვფიქრობ ჭკუასთან ახლოს მყოფს.“
კომენტარები