მუსიკოსი მაია დარსმელიძე:
„ვაჟკაცობას სქესი არ აქვს. ვაჟკაცობა სწორედ ისაა ჩემთვის – იყო ის, რაც ხარ
და არა ის, რადაც გაქცია ვიღაცის თვალში ვაჟკაცად გამოჩენის ისტერიულმა წყურვილმა. ამ არაადამიანურ კომენტარებსაც არასრულფასოვნების კომპლექსი და მოუწესრიგებელი, გაფარჩაკებული პირადი ცხოვრება გაწერინებთ. უვიცობა გაწერინებთ და გარკვევაში გიშლით თქვენივე ყოვლისმცოდნე უსაფუძვლო ამბიცია. ეკუთვნოდა და მიიღო?! ღმერთმა დასაჯა?! რა იცით? ვინ გითხრათ?! მსგავსს არაფერს დაწერდით, საკუთარი თავის რწმენა,ან რწმენა ზოგადად და ღმერთთან ოოოოდნავ მიახლოვებული რამე მაინც რომ გქონოდათ.
თქვენ თქვენსავე გამოგონილ უწიგნურ და ბნელ ჩარჩოებში არსებობთ და მან ცოტა, მაგრამ ისე იცხოვრა, როგორც უხაროდა.
იყო ისეთი, როგორიც იყო და არა ისეთი, როგორიც თქვენ ბნელ და უვიც ტვინებს გაუხარდებოდა. წერეთ ეხლა და იკითხეთ. ის ვერც თქვენს მდაბიო ნააზრევს წაიკითხავს და ვერც თქვენს ძალადობის წყურვილით ამღვრეულ თვალებს დაინახავს…
ხომ გჯერათ ღმერთის?! ხოდა იქაა, მასთანაა და აი ამ წამს გიყურებენ და ერთად იცინიან. თქვენზე. პატარა, ლუზერო კაცუნიშკებო“
კომენტარები