ლევან მამალაძემ საზოგადოებრივმა პლატფორმა „დაიცავი მშვიდობას“ სახელით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება შეიტანა და განაცხადა:
„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოვიტანეთ განცხადება 2008 წლის ომში საქართველოს მარცხის მიზეზების გამოძიებასთან დაკავშირებით. სამარცხვინოა, როცა დღეს [მიხეილ სააკაშვილს] რაღაც გაუგებარ დანაშაულზე ედავებიან და არ ედავებიან დანაშაულზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და რამაც ჩვენი მარცხი გამოიწვია. მთავარი შესასწავლი თემა ის არის, რა გარიგება ჰქონდა სააკაშვილს პირადად პუტინთან, სააკაშვილის რეჟიმს რუსეთთან და რა მიიღო საქართველომ“
კომენტარები