პოლიტიკური პარტია “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია მედია სააგენტო „24“-თან, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, ამბობს:
გულწრფელად გეუბნები, არ მინდა რამე დაემართოს. ღმერთმა დამიფაროს. არ მინდა, ისეთი რამ სჭირდეს, ციხიდან გათავისუფლების საფუძველი იყოს.
რაც შეეხება რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის განცხადებას, კუბილიუსებს და სხვებს, ეს ანგარებით გაკეთებული განცხადებებია. ყველაზე დათვური სამსახური თავის შვილს და ამ საქმეს, გიული ალასანიამ გაუწია. ალასანიამ ფორმალურად დადო დოკუმენტი და თქვა, რომ მაკფოლის განცხადება არის დაფინანსებული საქართველოში ნაქურდალი ფულით. გიული ალასანიამ იქირავა პიარკამპანია, რომელიც ფულს დაარიგებს დასავლურ მედიაში, სამსახური რომ აღარა აქვთ, ისეთ პოლიტიკოსებში და ახალ განცხადებებს გამოაცხობენ. მგონი, ალასანია ჭკვიანი ქალია, მაგრამ ეს ნაბიჯი ინტელექტუალურ შეცდომად მიმაჩნია.
ყველა დაზეპირებულივით იმეორებს – პუტინის პატიმარი! მაკფოლი კი არის ყოფილი ელჩი, მაგრამ ძალიან სერიოზული ფიგურაა, სხვათა შორის, ჯონ ტეფტიც. დიდი ხანია მაკფოლის პოლიტიკური წონა გაცდა, თუნდაც რუსეთში ყოფილი ელჩის სიმძიმეს და უფრო მძიმეწონიანი ფიგურაა. ნათქვამია, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო. გიული ალასანია საქართველოში ნაქურდალ ფულს ხარჯავს პიარზე. ამის დამტკიცება შეიძლება პროკურატურაში ჩემ მიერ გადაგზავნილი მასალებით, სადაც დევს ის ნორმატიული აქტები, რომელსაც ხელს აწერს მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი და სადაც წერია, რომ სახელმწიფო ქონება უნდა გადაეცეს დედამისს. როგორ მოგწონთ?! ჯერ ადეიშვილის პროკურატურას გადავუგზავნე. შემდეგ კბილაშვილს. იქ კიდევ ბევრი რამე დევს, ბევრი დოკუმენტი – თანხობრივად 100 მლნ-ს ცდება. ის სამი ნორმატიული აქტი, კბილაშვილი რომ მოვიდა, მასაც გადავუგზავნე, სადაც ხელი სააკაშვილს აქვს მოწერილი. ეს ხომ კომიქსების თემიდან არის. ჩარლი ჩაპლინი რომ ჰიტლერზე ფილმებს იღებდა და თვითონ ასრულებდა. უკვე ხრწნაში გადასული მარაზმი რომ ემართებათ დიქტატორებს – აი, იმ კომიქსებიდან წამოსული თემაა, სადაც ხელს აწერს პრეზიდენტი, სახელმწიფო ქონება, მაგალითად, საკმაოდ მაღალფასიანი მიწის ნაკვეთი გადაეცეს დედამისს. როგორ მოგწონთ? სისხლის სამართლის საკითხია, ასე არაა?!
ბრალდება ბევრია. ჩემი ქეისი, ერთია – სახელმწიფო ღალატი დავით გარეჯის საქმეზე. გახსოვთ, 2011 წელს საკანონმდებლო ინიციატივით შევედი და მოვითხოვე პრეზიდენტის იმპიჩმენტი სახელმწიფო ღალატის გამო, დავით-გარეჯთან დაკავშირებით. საქმე აღძრულია, ოღონდ არა სააკაშვილის, არამედ ილიჩოვას და მელაშვილის წინააღმდეგ. არსებობს სააკაშვილის ინტერვიუ, ეს ჩანაწერი პროკურატურას აქვს. ჩვენება პროკურატურასაც მივეცი და სასამართლოსაც. ამ ვიდეოში სააკაშვილი თვითონ ამბობს, რომ მან დაავალა ტექნიკურ ჯგუფს, საზღვარი გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე სამხედრო უსაფრთხოებისთვის აზერბაიჯანს გადაეცეს. ამას რომ პრეზიდენტი და მთავარსარდალი ამბობს, ეს უკვე სახელმწიფო ღალატია. ახლა ველოდები პროკურატურას, რამდენი ხანი ეყოფა ნერვები და სიმტკიცე, რომ ამაში ბრალი არ წაუყენოს. აბა, ერთი გაებედათ ილიჩოვას და მელაშვილს, სააკაშვილის დავალება არ შეესრულებინათ. მე მაგათი გამართლება კი არ მინდა, მაგათ საქციელს, გამართლება არ აქვს. მაგრამ პრეზიდენტის ზეწოლით არის ეგ საქმე გაკეთებული და ილიჩოვა, მელაშვილი ციხეში ისხდნენ და სააკაშვილს ბრალი არ წაუყენო, სირცხვილია.
მე მოწმე კი არა ვარ ამ საქმეში, არამედ ბრალმდებელი. ჩემი ბრალდების საფუძველზე აღიძრა საქმე. 2011 წელს, როცა ბნელოდა, მაშინ არ იყო ასეთი ადვილი ბრალის წაყენება. “ქართული დასის” საკანონმდებლო ინიციატივა იყო და ინიციატივით შევედით, სადაც ვითხოვდით პრეზიდენტის იმპიჩმენტს სახელმწიფო ღალატის გამო, საქმე დავით-გარეჯს ეხებოდა. ამიტომ ვარ მე ამ საქმეში ჩართული. პროკურატურა და სასამართლო ამიტომ დაინტერესდნენ ჩემი ჩვენებით. ისეთი ჩვენება მივეცი, წყალი რომ არ გაუვა. პროკურატურის სირცხვილი იქნება, სააკაშვილს ამ საქმეში ბრალი რომ არ წაუყენონ. ეს ერთი და მეორე საქმე, კიდევ უარესი – საქმე, სადაც მე ჯერ ადეიშვილს, შემდეგ კბილაშვილს გადავუგზავნე დოკუმენტები, რომ არ ეთქვათ, ადეიშვილმა გავაქროო. ადეიშვილი საქმეს არ აღძრავდა, მაგრამ ვალდებული ვიყავი, რომ გადამეგზავნა. იქ დევს სამი ნორმატიული აქტი, პრეზიდენტის 3 ბრძანებულება, სადაც სააკაშვილი ხელს აწერს და ითხოვს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცეს დედამისს. იქვე დევს საბანკო ტრანზაქციები დადასტურებული, რომ 1 100 000 -ის ქრთამი აიღო – ოჯახს აქვს მიღებული საჩუქარი, კერძოდ, მეუღლეს, დედას და სიდედრს, რაც მისივე დაწერილი კანონით „კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ“, არის აკრძალული. ჩვენ არ გვაქვს უფლება 500 ლარზე მეტის საჩუქარი მივიღოთ. დედამ და მამამ შეიძლება მემკვიდრეობით რამე გვაჩუქოს. მაგალითად, ბიზნესმენისგან საჩუქრად მივიღოთ 500 ლარზე მეტი, არ შეიძლება. ამან 1 100 000 აჩუქა. როგორ მოგწონთ? და მერე, იგივე კანონი ავალდებულებდა, რომ ეს ქონებრივ დეკლარაციაში შეეტანა და შემოსავლებში ეჩვენებინა. რომ შევკრიბოთ, უკანონო შემოსავლის მიღება (რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა), მერე დამალვა და დეკლარაციაში ამის არ ასახვა, თან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1500 ლარზე ზევით, მაგისივე დაწერილი კანონით, ეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა. აქ კი ორი ტრანზაქცია იყო და ჯამში, 1 100 000 ლარი აქვს მიღებული მაშინდელი კურსით შპს-ს, რომლის დამფუძნებლებიც იყვნენ დედა, სიდედრი და ცოლი. თანხა ორ ეტაპად ჩაირიცხა: ერთი 500 ათასი, მეორე – 600 ათასი. ჯერ ერთი, იმდენი ფული აქვს ნაკეთები, რა გაუჭირდათ ისეთი, რომ ეს 1 100 000 ლარი არ აეღოთ. მაგრამ იმდენად იყვნენ დაუსჯელობის სინდრომით დაავადებულნი, რომ ბუღალტერიც კი არ დაიქირავეს, რომ ბალანსი დაეჭირათ, უბრალოდ, დაეთვალათ. მისი ქონება 2012 წელს, რაც თავის სახელზე ჰქონდა გაფორმებული, ვერ საბუთდება მისი შემოსავლებით. 4-ჯერ მეტია ქონება, ვიდრე მის მიერ პრეზიდენტობის ვადაში შეეძლო დაეგროვებინა. ჩემებმა კალკულატორზე შეკრიბეს მისივე დეკლარაციით შემოსავლები, აქ 1 100 000 არ ჰქონდა შეტანილი და გამოჩნდა, რომ 4-ჯერ მეტი ქონება აქვს. კაცი იხრჩობა კორუფციაში. პროკურატურას კი ეს საქმეები არ აქვს აღებული და ბებიის 500 დოლარიანი „ჰონდა“ და ნახმარი პიჯაკები აქვს ბრალში წამოწეული. პროკურატურამ თავი გაიმასხარავა.
რაზეც მე ვსაუბრობ, ბევრად მძიმე დანაშაულია. დათმობა იყო, რა თქმა უნდა. აქ ჩანდა, რომ იყო გარიგება და „ქართული ოცნება“ მაშინ ფიქრობდა, რომ (კოლექტიური დასავლეთის მედიატორობით იყო ეს გარიგება) ეშმაკთან გარიგებას შესაძლოა აზრი ჰქონოდა. მაგრამ ეშმაკთან გარიგებას აზრი არ აქვს. იმიტომ, რომ ეშმაკი ერთ გარიგებას დადებს და როცა მას დასჭირდება – შეცვლის.
მაიკლ მაკფოლის ციტატა მახსენდება, – “გამოიჩინე მოწყალება”. – არაფრის რცხვენიათ. დამნაშავეა, მაგრამ გამოუშვიო. ამათ რომ გამოუშვან, მერე იტყვიან, მართალი იყოო.
წყარო – სააგენტო 24
კომენტარები