უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი:
ძალიან მარტივი დამოკიდებულება მაქვს საქართველოსადმი. არის ქართველი ხალხი, მაგრამ მან, სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია. ბატონი ივანიშვილის სახელობის მთავრობა, რომელიც სრულიად ფართოდ გახელილი ან ფართოდ დახუჭული თვალებით რუსეთის ფედერაციას უყურებს და მისგან ელის რაღაც ენერგეტიკულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს, 2008 წლის ომის არ გაგრძელებას, ანუ ქართული ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელებას.
საქართველოს ასეთ ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან.
ეს ძალიან უცნაურად იქნება ჩაწერილი ისტორიაში, რომ საქართველოს 2022-2023 წლების მთავრობა, რომელიც 2008-ში რუსული შოვინისტური ელიტის თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა, აგრძელებს უკრაინისადმი, რუსეთის ფედერაციის ექსპანსიონიზმისგან ევროპის გათავისუფლების პროცესისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებას. დაე, ქართველებმა მერე ამით იცხოვრონ.
კომენტარები