რუსთავი2 აქვეყნებს ჩანაწერს, რომელიც მედიის მტკიცებით, მათ წყარომ მიაწოდა და მათივე ცნობით, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას საუბარია ჩაწერილი.
ვიდეოში ისმის სიტყვები:
“აი მთავარი ის არის რუსეთი რას ფიქრობს ამ მომენტში. მე ვფიქრობ, რომ რუსეთს, ესე, აი ასეთ რაღაც ცუდ ნაბიჯზე წასვლა… რუსებსაც არ უნდათ ეს ივანიშვილი – ხომ ჩანს ეს ახლა ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე რომ ჩვენ გვაჩვენებს – ეს ხომ რუსები აწვდიან. უნდათ ახლა გახარიაზე მუშაობა, ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს. პროცენტულად არ აქვს ის შედეგი, მაგრამ ამზადებენ მომავლისთვის. ამიტომ ამ სიტუაციაში, მე არ ვიცი ამ ჩემს შვილს აქ რა დახვდება. მე არ ვიცი. აი, შეიძლება ისევ თვითონ რუსეთმა არ ჩათვალოს საჭიროდ.”
რუსთავი2-ის ცნობით, ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის
“მე წინააღმდეგი ვიყავი მისი საქართველოში ჩამოსვლის, მე და ჩემი ძმა ჩავედით მასთან რომ გადაგვეფიქრებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაშინ არ დაგველაპარაკა. როგორ გიპასუხოთ 2წლის წინანდელ ჩანაწერზე, რომელიც მე არ მახსოვს,”- განუცხადა გიული ალასანიამ “კურიერს”.
კომენტარები