სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია:
„რაის ,,მცხეთური ღვეზელი” და სურამელი სერგოს ნაზუქი?!…
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქოცების მიერ წარმატებით გაგრძელებული ფარული ჩანაწერების შექმნა-გამოქვეყნების ნაცურ ტრადიციას!!!
ბიჭებო, თქვენ მიშა სააკაშვილის პატიმრობა, მისი ფსიქიკური თუ ფიზიკური დაძაბუნება, ცალსახად გამოიყენეთ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის და მიმართეთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ!!!
ასე რომ, მომავალში კანდიდატის სტატუსის მიუღებლობაზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ და არა ,,მშვიდობის ხიდზე” დატეულ ,,ნაციონალურ მოძრაობას” და მათ მხარდამჭერებს…
სააკაშვილის ქეისის ქვეყნისთვის დამაზიანებელი მიზნებისთვის გამოყენება, ადვილი შესაძლებელია, სულ მალე ბუმერანგივით შემოგიბრუნდეთ…
თუმცა, ჯერჯერობით, ფასეულობათა აღრევისა და ცრუ გმირების აღზევების ეპოქაში, ნებსით თუ უნებლიედ, ყველა ჩვენგანი იმ მარაზმში მონაწილეობს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ქმნის პოლიტიკურ მდინარებაზე ჩვენი მხრიდან სათანადო ზემოქმედების შეუძლებლობის გამო, მოჯადოებულ წრეზე ბრუნვის დამთრგუნველ განცდას….
P.S. ისე, უფრო ,,ლოგიკური” იქნება, საბოლოოდ, გიორგი გახარია პაპუა-ახალი გვინეისა და მანჯურიის ორმაგ აგენტად გამოაცხადოთ…“
კომენტარები