საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამ საგანგებო ვითარებას აქვს ობიექტური ახსნა. დააკვირდით არსებულ მდგომარეობას – ამ წუთისთვის მსოფლიოში დაინფიცირებულია – 1,761,286 ადამიანი და გარდაცვლილია – 107,659.
დაინფიცირებულთა რიცხვზე ორჯერ მეტი – 3,522,572 დაახლოებით ის რაოდენობაა, რაც საქართველოს მოსახლეობა. ყველა შეზღუდვის მოხსნის შემთხვევაში თუ ერთდროულად დაავადდება საქართველოს ყველა მოსახლე, მსხვერპლმა შეიძლება შეადგინოს 215,318- დან 150 000-მდე. ვგულისხმობ ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის აღდგენისას.
ახლა მეტყვით – ყველაფერი არ აღვადგინოთ, მაგრამ რატომ? არგუმენტი ხომ ისაა, რომ ეკონომიკა გაჩერებულია და გავღარიბდით. უფრო მაგარი ლოგიკაა – კორონა მოგვკლავს თუ გაჭირვება… მაგრამ ეგ როგორაა, რომ ცოცხალ ადამიანს ყოველთვის აქვს შანსი. კარგი, აღვადგინეთ რაღაც და დავტოვეთ ნაწილი. იმ ნაწილის თანამშრომლებს რომ არ მოშივდებათ, ეგ შეთანხმებულია ვინმესთან?
საგანგებო მდგომარეობის არსი მდგომარეობს ორ რამეში – მაქსიმალურად მოვიგოთ დრო და გავწელოთ პროცესი, რათა უამრავი სამედიცინო გამოცდილება მივიღოთ მთელი მსოფლიოდან და მეორე – მაქსიმალურად მოვახერხოთ ვირუსის გავრცელების ლოკალიზება. მე ვსაუბრობ მსოფლიო სტატისტიკით და თქვენ რა არგუმენტები გაქვთ? რომ არ ვრცელდება ხომ ვხედავთ და პანიკა საჭირო არ არის? რა პრობლემაა – აიღეთ პასუხისმგებლობა, რომ 215,318- დან 150 000-მდე გარდაცვლილი არ გვეყოლება. დაანგრიეთ მეცნიერული ლოგიკით ეს არგუმენტი და არა – “მე მჯერათი”. ამის შემდეგ დაგიჯერებთ.
ასე, რომ სახლში ყოფნის დეპრესიას – @მე მინდას” სურვილით ნუ ებრძვით, მათ შორის ჩემი ძვირფასი მეგობარ-ახლობლები.
P.S. ბლეფი, ისტერია, ხელოვნური ვირუსიც რომ იყოს ეს პროცესი – “მათ” რატომ უკვდებათ თანამოქალაქეები და სად არის ანტიდოტი? ა, ეს სტატისტიკას სჭირდება? სხვას კი არაფერს აკეთებს ამ ბოლო დროს ცალკეული ქვეყნის პროპაგანდა. “
კომენტარები